შექმენი შენი
ციფრული დეპარტამენტი

ცალ-ცალკე დეველოპერების, დიზაინერების, მარკეტერების, სოციალური მედიის მენეჯერებისა და ვიდეო ედიტორების დაქირავება შეიძლება ძვირადღირებული, ნელი და რთულად კოორდინირებადი იყოს. ეს კალკულატორი დაგეხმარებათ გამოთვალოთ, თუ რა დაჯდება თქვენი კომპანიის ციფრული ოპერაციების აუთსორსზე გატანა ერთი პროფესიონალური გუნდისთვის.

აირჩიეთ ის სერვისები, რომლებიც თქვენს ბიზნესს სჭირდება, შეარჩიეთ მხარდაჭერის დონე და განსაზღვრეთ თანამშრომლობის პერიოდი. თქვენი არჩევანიდან გამომდინარე, კალკულატორი გაჩვენებთ reroDev-ის მიერ მართული ცენტრალიზებული ციფრული გუნდის ყოველთვიურ სავარაუდო ფასს.

01

აირჩიეთ სერვისები, რომლებიც თქვენს კომპანიას სჭირდება

02

შეარჩიეთ მხარდაჭერის მასშტაბი

03

განსაზღვრეთ თანამშრომლობის პერიოდი

04

მიიღეთ ყოველთვიური სავარაუდო ღირებულება

მიღებული შედეგი არ არის საბოლოო შეთავაზება. ეს არის საწყისი სავარაუდო გათვლა, რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ შესაძლო ყოველთვიური ხარჯი, სანამ უშუალოდ განვიხილავთ თქვენს ზუსტ სამუშაო დატვირთვას, პლატფორმებს, პრიორიტეტებსა და რეაგირების მოლოდინებს.

ააწყვე ციფრული დეპარტამენტი

აარჩიე საინტერესო მომსახურებები

იმისათვის, რომ გაიგო რას მოიცავს თითოეული მომსახურება, დააკლიკე კითხვისნიშანს

შემდეგი ნაბიჯი

მზად ხართ, ეს წინასწარი გათვლა რეალურ ციფრულ გუნდად აქციოთ?

კალკულატორი მხოლოდ საორიენტაციო სურათს გაძლევთ. შემდეგი ნაბიჯი უკვე მოქნილი და გამჭვირვალე სამუშაო პროცესის აწყობაა, რომელიც მარტივად მოერგება თქვენი ბიზნესის ცვალებად საჭიროებებს.

რერო დაგეხმარებათ, რომ ეს რიცხვები რეალურ, ყოველთვიურ სამუშაო გეგმად ვაქციოთ. დაისვენეთ სხვადასხვა ფრილანსერთან კომუნიკაციისგან — ჩვენთან გეყოლებათ ერთი საკონტაქტო პირი, გექნებათ დავალებების აღრიცხვის გამჭვირვალე სისტემა და მიიღებთ მუდმივ მხარდაჭერას თქვენ მიერ არჩეულ ყველა ციფრულ მიმართულებაში.

01

დეტალურად გავივლით თქვენ მიერ არჩეულ სერვისებსა და მიმდინარე საჭიროებებს

02

შევთანხმდებით ყოველთვიურ სამუშაო დატვირთვაზე, პრიორიტეტებსა და რეაგირების დროზე

03

მოგიმზადებთ თანამშრომლობის მკაფიო გეგმასა და საბოლოო შეთავაზებას

მოითხოვეთ საბოლოო შეთავაზება

ან პირდაპირ დაგვიკავშირდით, რათა ერთად შევადგინოთ თქვენზე მორგებული აუთსორს პაკეტი.

ხშირად დასმული კითხვები:

1) რას ნიშნავს სრული ციფრული აუთსორს მომსახურება?
ეს ნიშნავს, რომ ცალკეული თანამშრომლების ან ფრილანსერების აყვანის ნაცვლად, თქვენს ციფრულ მიმართულებებს ერთი კოორდინირებული გუნდი მართავს. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენი ვებსაიტი, მარკეტინგი და დიზაინი ერთმანეთთან სრულ თანხვედრაში იყოს და შექმნას ერთიანი, პროფესიონალური ციფრული სახე.
2) ვისთვის არის ეს სერვისი განკუთვნილი?
სერვისი შექმნილია სტარტაპებისთვის, მზარდი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიონალური ციფრული მხარდაჭერა, მაგრამ არ სურთ შიდა განყოფილების მართვასთან დაკავშირებული რუტინა. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ციფრული მიმართულების სიღრმისეული ექსპერტიზა.
3) რა სერვისების გადმობარება შეგვიძლია რეროსთვის?
თქვენ იღებთ სწრაფ წვდომას სხვადასხვა პროფილის სპეციალისტზე მათი სრული განაკვეთით დაქირავების გარეშე. შეგიძლიათ გადმოგვაბაროთ კოდზე დაფუძნებული ვებსაიტების მართვა, CMS ვებსაიტების მართვა, მობილური აპლიკაციებისა და კერძო პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია და ვიდეომონტაჟი.
4) როგორ მუშაობს ფასის კალკულატორი?
თქვენ ირჩევთ ბიზნესისთვის საჭირო სერვისებს, განსაზღვრავთ დატვირთვის მასშტაბს და მიუთითებთ თანამშრომლობის პერიოდს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კალკულატორი გიჩვენებთ თქვენი მომავალი აუთსორს ციფრული გუნდის ყოველთვიურ საორიენტაციო ღირებულებას.
5) არის თუ არა კალკულატორის დათვლილი ფასი საბოლოო?
არა. კალკულატორი მხოლოდ საწყის, საორიენტაციო ფასს გიჩვენებთ. საბოლოო შეთავაზება დამოკიდებულია თქვენს რეალურ სამუშაო მოცულობაზე, ტექნიკურ სირთულესა და მოლოდინებზე. რადგან ჩვენი მომსახურება მარტივად მასშტაბირებადია, საბოლოო პაკეტს ზუსტად მოვარგებთ თქვენს ბიუჯეტსა და მიმდინარე საჭიროებებს.
6) გვეყოლება თუ არა ერთი გამოყოფილი საკონტაქტო პირი?
დიახ. თქვენ აღარ მოგიწევთ დავალებების ცალ-ცალკე ახსნა დეველოპერის, დიზაინერისა თუ მარკეტერისთვის. გეყოლებათ ერთი პერსონალური კოორდინატორი, რომელიც მიიღებს თქვენს მოთხოვნებს, დაგეგმავს სამუშაო პროცესს და უზრუნველყოფს შესრულების კონტროლს.
7) როგორ გავაკონტროლებთ შესრულებულ სამუშაოს?
ჩვენ გთავაზობთ სრულად გამჭვირვალე ყოველთვიურ სამუშაო პროცესს. გექნებათ წვდომა დავალებების მართვის სისტემაზე, სადაც მუდმივად დაინახავთ, რა არის დაგეგმილი, რაზე მიმდინარეობს მუშაობა და რა დასრულდა. ეს სრულად გარიდებთ მიკრომენეჯმენტის სტრესს.
8) შეგვიძლია თუ არა მხოლოდ ერთი ან ორი სერვისის არჩევა?
დიახ. აუთსორსინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მოქნილობაა. შეგიძლიათ დაიწყოთ მხოლოდ ერთი სერვისით (მაგალითად, ვებსაიტის მართვით) და შემდგომში, დატვირთვის ზრდის პარალელურად, მარტივად დაამატოთ მარკეტინგი ან დიზაინი.
9) რატომ ჯობს აუთსორსინგი შიდა კადრების დაქირავებას?
აუთსორსინგი მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს — აღარ გიწევთ ხელფასების, გადასახადების, საოფისე სივრცის, შერჩევისა და HR ხარჯების დაფარვა. გარდა ამისა, სამუშაო არასდროს ჩერდება. შიდა თანამშრომლის ავადმყოფობის ან შვებულების დროს პროცესი ფერხდება, ჩვენთან კი, გუნდური სტრუქტურის წყალობით, თქვენი ციფრული ოპერაციები უწყვეტად მიმდინარეობს.